პროგრამის სახელწოდება : ეკოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების ბაკალავრი ეკოლოგიაში
პროგრამის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელები/კოორდინატორი:
მაკა მურვანიძე, პროფესორი/კოორდინატორი
თამარ წუწუნავა, პროფესორი
ვაჟა ტრაპაიძე, ასოცირებული პროფესორი
გიორგი მახარაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
სიმონ წერეთელი, ემერიტუსი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მეცნიერების ბაკალავრები ეკოლოგიაში
1. რომლებსაც ექნებათ საბაზისო ფუნდამენტური ცოდნა ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთობის ძირითადი ასპექტების, ასევე, გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების ბიოლოგიური, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური საფუძვლების შესახებ;
2. რომლებიც მდგრადი ეკოლოგიური განვითარების უზრუველყოფის მიზნით შეძლებენ გაანალიზონ ბუნებრივი სისტემების ორგანიზაციის და მისი ფუნქციონირების სივრცე-დროითი ასპექტები, გარემოზე ბუნებრივი და ტექნოგენური ზემოქმედების თავისებურებები, დაადგინონ კანონზომიერებები;
3. რომლებიც შეძლებენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე.
ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება
- აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
- ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დასაქმების სფეროები
- სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციები;
- არასამთავრობო და კერძო სექტორი;
- გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, კვების, ჯანმრთელობის დაცვის და თავდაცვის შესაბამისი უწყებები და საწარმოები
- შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
- სტუდენტს შეუძლა სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდგომ საფეხურზე –სამაგისტრო პროგრამებზე, ჩაერთოს კვლევით პროექტში და ა.შ.